Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. საბოლოო პრეზენტაციები. სურათები და ვიდეოები განვათავსეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა youtube-ზე. აუდიტორიას წარვუდგინეთ ჩვენი პორტფოლიოები. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი, მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს-გიორგი არავიაშვილს და ყველას, ვინც უზრუნველყო ამ ტრენინგის ჩატარება.

powerpoint

Sunday, February 23, 2014

დღე მერვე

შეცქმენით ჩეკლისტები. ვისწავლეთ ინფორმაციის ატვირთვა დრაივიდან ბლოგზე.

დღე მეშვიდე

დავასრულეთ პროექტის გეგმა. წარმოვადგინეთ მოსწავლეთა ნამუშევრები (პრეზენტაციები) და განვიხილეთ თითოეული. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.

Sunday, February 16, 2014

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლეთ კითხვარის შედგენა, ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების სქემებზე.

დღე მეხუთე

განვიხილეთ პრეზენტაციები. ვისწავლეთ, როგორ უნდა ავტვირთოთ პრეზენტაცია drive-ზე და შემდეგ ბლოგზე. ასევე როგორ უნდა დავამატოთ გვერდები ჩვენს ბლოგს.

Sunday, February 9, 2014

დღე მეოთხე

გავეცანით ერთმანეთის პროექტებს. გავეცანით განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების სქემებს და მათ გამოყენებას პროექტში. მოვიძიეთ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები, რომლებსაც გამოვიყენებთ პრეზენტაციის დროს.

დღე მესამე

შევქმენით ბლოგი, გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების ფორმულირებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. შევავსეთ პროექტის შაბლონი.

ზოგადი კითხვები: კომპიუტერს უფრო დიდი დრო უნდა დავუთმოთ თუ წიგნის კითხვას?

თემატური კითხვები: რა არის პრეზენტაცია? რა იცით პროგრამა MS power point-ის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები: შესაძლებელია თუ არა პრეზენტაციის გაკეთება ნებისმიერ თემაზე? არის თუ არა სლაიდების რაოდენობა  განსაზღვრული? შეგვიძლია თუ არა სლაიდების გაფორმება სურათებით, ცხრილებით, დიაგრამებით?

დღე მეორე

შევარჩიეთ თემები, რომლებზეც უნდა შევქმნათ პროექტები. შევქმენით ბროშურები.

დღე პირველი

გავეცანით ერთმანეთს. ვისაუბრეთ წიგნის შესახებ, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ტრენინგის განმავლობაში. შევქმენით ელექტრონული ფოსტა.